ბათუმის ნავსადგურში ტოგოს დროშის ქვეშ მცურავი გემი ’’ANDA’’ დააკავეს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბათუმის ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის და ზედამხედველობის სამსახურმა, გეგმური ინსპექტირების დროს ბათუმის ნავსადგურში ტოგოს რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავი გემი ANDA დააკავა.

როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, გემის კაპიტანი დაჯარიმდა 5000 ლარით საზღვაო ნავსადგურში დატვირთვის, გადმოტვირთვისა და ტვირთის დაწყობის წესების დარღვევის ფაქტზე (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე მუხლით).