"ფილიპ მორისის" სიგარეტების დისტრიბუციას კომპანია GDM განახორციელებს

"ფილიპ მორისის" სიგარეტების, მათ შორის "პარლამენტის", "მარლბოროს", "ჩესტერფილდისა" და L&M-ის, დისტრიბუციას საქართველოში "შ.პ.ს. ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია" (GDM ) ახორციელებს.

ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" კომპანიაში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ხელშეკრულება "ფილიპ მორისსა" და შპს ქართულ სადისტრიბუციო კომპანიას შორის უკვე გაფორმდა და კომპანია "ფილიპ მორისის" სიგარეტების დისტრიბუციას 15 აპრილიდან ახორციელებს.

რაც შეეხება სიგერეტების ღირებულებას, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ფასების სამომავლო ცვლილებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ინფორმაცია არ აქვთ.

შ.პ.ს. ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია "ჯიდი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე ოპერირებს და კვების პროდუქტებისა და საკვები ცხიმების ომპორტსა და დისტრიბუციას ახორციელებს.

"ფილიპ მორისის" სიგარეტების დიტრიბუტორი საქართველოში "ომეგა 2" იყო. როგორც "ომეგა ჯგუფში" აცხადებენ, "ფილიპ მორის საქართველომ" და "ომეგა 2"-მა დისტრიბუციის ხელშეკრულება შეწყვიტეს.

"მხარეებმა მიაღწიეს ორმხრივად დამაკმაყოფილებელ შეთანხმებას, რომელიც პარტნიორებს შორის მრავალწლიან თანამშრომლობას მეგობრული მორიგებით დაასრულებს", - ნათქვამია "ომეგა ჯგუფის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.