ქუჩაში გასაყიდი პროდუქტი ტემპერატურის მატებასთან ერთად საშიში ხდება - მომხმარებელთა ფედერაცია

მომხმარებელთა ფედერაცია გარევაჭრობის რეგულირების დაჩქარებას ითხოვს. როგორც ფედერაციის ხელმძღვანელი აცხადებს, ქუჩაში, სანიტარული ნორმების დარღვევით განთავსებული პროდუქცია განსაკუთრებით საფრთხის შემცველი ტემპერატურის მატებასთან ერთად ხდება. მადონა კოიძე არ გამორიცხავს, რომ გარევაჭრობის შედეგად მსგავსი პროდუქტები სასურსათო მაღაზიებშიც ხვდებოდეს. მომხმარებელთა ფედერაცია გარემოვაჭრეებს თბილისის მერიის მიერ შეთავაზებულ პირობებზე დათანხმებისკენ მოუწოდებს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე