ყაზახეთის 9 ქალაქიდან ბათუმში პირდაპირი ავიარეისები დაინიშნება

ყაზახეთის 9 ქალაქიდან ბათუმში პირდაპირი ავიარეისები დაინიშნება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის, მამია ბერძენიშვილის ინფორმაციით, რეისებს კვირაში 8-ჯერ ავიაკომპანია "სკატი" და ყაზახური ჩარტერი "სქაი ბასი" შეასრულებენ. ბილეთის ღირებულება ორივე გზის ჩათვლით 200-300 დოლარი იქნება.