IRI-ის კვლევა - ინფორმაციის მისაღებად ინტერნეტმომხმარებლები ყველაზე ხშირად AMBEBI.GE-ს სტუმრობენ

საქართველოში ინტერნეტით ინფორმაციის მიღების მიზნით, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი - 20% საინფორმაციო პორტალ AMBEBI.GE-ზე შედის.ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI) კვლევების ანალიზის ცენტრის მიერ ჩატარებულ გამოკითხვებში ჩანს.

გამოკითხვის თანახმად, 15% ინფორმაციას ინტერნეტსაიტებს შორის „ფეისბუქიდან“ იღებს. გამოკითხულთა 3% ინფორმაციის მისაღებად სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ სტუმრობს, 3% - „ნიუპოსტს“.

IRI-ის გამოკითხვების მიხედვით, გამოკითხულთა 15%-სთვის საერთშორისო ახალი ამბების შესახებ ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო ქართული ვებგვერდებია.