მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა ნახევარწლიან მაქსიმუმს მიაღწია

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა ნახევარწლიან მაქსიმუმს მიაღწია. „ბრენტის“ ტიპის ერთი ბარელი ნავთობის ფასი 48 დოლარი გახდა, WTI-ის ტიპის ნავთობი კი 46 დოლარი.

„შავ ოქროზე“ ფასის მატება აშშ-ში ნავთობის წარმოების შემცირების პარალელურად მოხდა. გასული კვირის ბოლოს წარმოების დონემ 2014 წლის შემოდგომის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია და დღეში 8.938 მილიონი ბარელი შეადგინა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ნავთობზე ფასი მნიშვნელოვად შემცირდა, იანვარში კი დაახლოებით 25 დოლარამდე დაეცა. თუმცა, შემდეგ ფასმა ზრდა დაიწყო.