4 თვეში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 2 მლრდ 684,9 მლნ ლარი შეადგინა

მიმდინარე წლის 4 თვეში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 2 მლრდ 684,9 მლნ ლარი შეადგინა, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

”ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 2016 წლის იანვარ-აპრილში 2 მილიარდ 684,9 მლნ ლარი შეადგინა, რაც 206,3 მლნ ლარით (8,3%-ით) აღემატება 2015 წლის შესაბამის მაჩვენებელს”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.