IRI-ის გამოკითხულთა 45% ფიქრობს, რომ ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობაა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI) კვლევების ანალიზის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 45% ფიქრობს, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ქვეყანაში პირველ რიგში უმუშევრობაა.

17% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში შექმნილი საერთო ეკონომიკური ვითარებაა მთავარი პრობლემა, 14% კი ტერიტორიული მთლიანობის კუთხით არსებულ პრობლემებს მიიჩნევს.

რაც შეეხება სოფლად მცხოვრებ ადამიანებს, გამოკითხულთა 32%-სთვის მთავარი პრობლემა უმუშევრობაა, 15%-სთვის - გზები, 7%-ისთვის სასმელი წყალი, 6%-სთვის კი გაზი.

ამასთან, IRI-ის გამოკითხვების თანახმად, გამოკითხულთა 35%-ს მთავრობის უპირველეს მიღწევად ჯანდაცვის პრობლემების მოგვარება მიაჩნია, 5%-ს საყოველთაო დაზღვევა, 3%-ს კი ვიზალიბერალიზაცია.

რაც შეეხება მთავრობის მარცხს, 29%-სთვის, პირველ რიგში, ეს არის შეუსრულებელი პირობები, 8%-სთვის ეკონომიკური კრიზისი, 7%-სთვის უმუშევრობა, ხოლო 6%-სთვის ვალუტის გაუფასურება.