საავტომობილო გზების დეპარტამენტი აღდგომასთან დაკავშირებით მძღოლებს აფრთხილებს

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით, მძღოლებს მოძრაობის წესების დაცვისკენ მოუწოდებს.

როგორც რადიო ”პალიტრის” გადაცემა ”საქმეში” საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავჯდომარე გიორგი სეთურიძემ განაცხადა, დეპარტამენტის რეკომენდაციაა, მაღალი ინტენსივობიდან გამომდინარე, მძღოლებმა მოძრაობის წესები მაქსიმალურად დაიცვან.

”პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ დამდეგი აღდგომა და ვთხოვო ჩვენს მძღოლებს, რომ მაღალი ინტენსივობიდან გამომდინარე, რაც შეიძლება ყურადღებით იყვნენ და მართონ სატრანსპორტო საშუალებები ისე, რომ არ დაარღვიონ მოძრაობის წესები. არაფხიზელ მდგომარეობაში, სიჩქარის გადაჭარბებით არავითარ შემთხვევაში არ გამოვიდნენ, არ იმოძრაონ ჩვენს გზებზე. დავუბრუნდეთ ოჯახებს ჯანმრთელი და უვნებელი. ყველას გისურვებთ ბედნიერ აღდგომას”, - განაცხადა გიორგი სეთურიძემ გადაცემა ”საქმეში” საუბრისას.