ნორვეგიაში ვერტმფრენი ჩამოვარდა

ნორვეგიის სანაპიროებთან ვერტმფრენი ჩამოვარდა, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. თვითმხილველების თქმით, მათ დაინახეს დიდი ზომის ვერტმფრენი, რომელიც ზღვაში ნავთობპლატფორმაზე ადამიანების გადასაყვანად გამოიყენებოდა.

ნორვეგიის პოლიციამ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის ჯგუფი გააგზავნეს. ვარაუდობენ, რომ საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შედეგად ადამიანები წყალში ჩაცვივდნენ. უცნობია, თუ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ვერტმფრენში.