IAB – 2015 წელს აშშ-ში ინტერნეტრეკლამის ბაზრის მოცულობა 20,4%-ით გაიზარდა

აშშ-ის ინტერნეტრეკლამის ბაზრის მოცულობა გასულ წელს 20,4%-ით გაიზარდა და 59,6 მილიარდ დოლარს მიაღწია.

IAB-ის ანგარიშის თანახმად, 2015 წლის მეოთხე კვარტალში აშშ-ში ონლაინ რეკლამიდან შემოსავალმა პირველად გადააჭარბა 17 მილიარდ დოლარს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 14,5 მილიარდი დოლარი იყო.

„2005 წლიდან მოყოლებული ინტერნეტრეკლამის ბაზრის წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუმცა, 2010 წლიდან ინტერნეტრეკლამის ბაზრის წილის ზრდაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მობილურმა სეგმენტმა“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, 2015 წლის ბოლოსთვის აშშ-ში ონლაინრეკლამის შემოსავლების 75% 10 კომპანიაზე მოდიოდა, წელს კი ეს ციფრი უკვე აღწევს 71-ს.