ამერიკული ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები საქართველოში ინვესტიციების ჩადებით დაინტერესდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს. მათივე ინფორმაციით, ამერიკული ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები დაინტერესდნენ ინვესტიციების ჩადებით კონკრეტულ სფეროებში, როგორიც არის ჯანდაცვა, ტრანსპორტი, ფინანსები.

პრემიერ-მინისტრმა მათ მთავრობის რეფორმების გეგმა გააცნო და მომავალ გეგმებზე ისაუბრა. ”შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც წამყვანი რეფორმატორი ქვეყნის დიდ პოტენციალს”, - განმარტავენ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.

ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრას 15-ზე მეტი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის წარმომადგენელი დაესწრო.