ბუენოს აირესში ყველა ღამის კლუბი დაიხურა

არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში ყველა ღამის კლუბი დახურეს. შესაბამისი გადაწყვეტილება "ბიბისის" ცნობით, ადგილობრივმა სასამართლომ მას შემდეგ მიიღო, რაც ერთ-ერთ კლუბში მუსიკალური ღონისძიების დროს, ნარკოტიკების მოხმარების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.

მოსამართლეების გადაწყვეტილებით, ღამის კლუბებს მანამ აეკრძალათ მუშაობა, ვიდრე ქალაქის მერია უსაფრთხოების სათანადო ზომებს არ მიიღებს. მათივე თქმით, კლუბებში ნარკოტიკების მოხმარებაზე კონტროლის მიზნით, საჭირო ღონისძიებები უნდა გატარდეს.