მომავლის 10 გრანდიოზული არქიტექტურული პროექტი

ფუტურისტულ ფილმებში ჩვენ ხშირად გვხვდება წარმოუდგენელი ცათამბჯენები და "ჭკვიანი" ნაგებობები, სადაც მთელი პროცესი კომპიუტერიზებულია.

ბევრს ეს შესაძლოა, სცენარისტის ან რეჟისორის ფანტაზიის ნაყოფად მოეჩვენოს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში პროგრესული არქიტექტორები ქმნიან დიზაინებს, რომელთა ფუნქციონალობა და გარეგნული იერი ფანტასტიკისა და რეალობის ზღვარზეა.

ზოგიერთი ასეთი პროექტი უკვე განხორციელდა, დანარჩენები ჯერ მშენებლობის სტადიაზეა, მაგრამ Bright Side-ის გუნდი იმედოვნებს, რომ არა მხოლოდ ჩვენი შვილები, არამედ ჩვენც შევძლებთ ამ არაჩვეულებრივი ნაგებობების დასრულებული სახით ნახვას.

მცურავი ქალაქი Aequorea, ბრაზილია

ქალაქი, ბელგიელი არქიტექტორის, ვენსან კალბუს თამამი წარმოსახვის ნაყოფია. პროექტის სახელია Aequorea და მისი აშენება რიო-დე-ჟანეიროს მახლობლად იგეგმება.

ავტორის ჩანაფიქრის მიხედვით, ამ კოშკისმაგვარმა ცათამბჯენებმა ზღვის რესურსების გადამუშავების შედეგად, მოსახლეობა ელექტროენერგიით, საკვებითა და წყლით უნდა უზრუნველყოს. რა თქმა უნდა, Aequorea-ს მცხოვრებლები შეძლებენ დატკბნენ ზღვის ხედებითა და ულამაზესი მზის ჩასვლით.

Cobra Towers, ქუვეითი

პროექტი Cobra Towers ინტერნეტში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი არქიტექტურული პროექტია. ამ ცათამბჯენის აშენება 2030 წელს, ქუვეითში იგეგმება. კოშკის სიმაღლე 1 კილომეტრი იქნება.

აჟიოტაჟი გამოიწვია არა მხოლოდ კოშკის ზომამ, არამედ არგუმენტებმა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ლიფტი; კოშკების ფორმა არ იძლევა სტანდარტული ტიპის ლიფტის დამონტაჟების საშუალებას.

სავარაუდოდ, ის იმუშავებს შეკუმშულ აირზე პნევმატური მილის პრინციპით. Cobra Towers გახდება არა მხოლოდ ყველაზე მაღალი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ცათამბჯენი მსოფლიოში.

ბიო-პირამიდა, ეგვიპტე

ეს არის გასართობი კომპლექსი, რომლის აშენება ქაიროსა და ძველ პირამიდებს შორის იგეგმება. სამშენებლო ტექნოლოგიებმა უნდა გაუძლოს ქალაქის გაუდაბნოებას.

ვინ იცის, შესაძლოა ეს პირამიდა, ისევე როგორც მისი წინამორბედები, ჩვენი შთამომავლებისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრება გახდება.

Cloud Capture

ეს არის კორეელი არქიტექტორების რევოლუციური პროექტი. კონსტრუქციამ უნდა "აიღოს" ღრუბლები და გადაიტანოს ისინი უდაბნოში.

ამ პროექტის რეალიზება შეცვლის დედამიწის ფერს და მოაგვარებს ცუდმოსავლიანი რეგიონების პრობლემებს. მისი წყალობით, ცენტრალურ აფრიკაში ნაკლები მშიერი ადამიანი იქნება, ხოლო ლონდონში - უფრო მეტი მზიანი დღე!

Ecorium, სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეის ეროვნული ეკოლოგიური ინსტიტუტის პროექტით შექმნილი კომპლექსი 33 000 ჰექტარზე განლაგდება. ეს იქნება უნიკალური ადგილი, სათბურებით, სადაც ეკოლოგიური კვლევები ჩატარდება. ცენტრალური ნაგებობები აშენდება ისე, რომ გარე სამყარომ გავლენა იქონიოს შიდა პირობებზე, რაც ენერგიის ეკონომიის კარგი საშუალება გახდება.

ელექტროენერგიაზე დღევანდელი ფასების გათვალისწინებით, ეს თანამედროვე ნაგებობისთვის ძალიან კარგი და საჭირო ფუნქციაა.

განაგრძეთ კითხვა