Johnnie Walker-მა ყველაზე ძვირად ღირებული ალკოჰოლური ბრენდის სტატუსი დათმო

საქვეყნოდ ცნობილმა ვისკიმ Johnnie Walker მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ალკოჰოლური ბრენდის სტატუსი დათმო, რომელსაც 10 წლის განმავლობაში ფლობდა.

კომპანია Brand Finance-ის კვლევის თანახმად, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ალკოჰოლური ბრენდი ჩინური Moutai-ია.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში Moutai-ის ბრენდის ღირებულება 1,3 მილიარდი დოლარით - 5,7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. Johnnie Walker-ის ფასი კი 1 მილიარდი დოლარით - 4,6 მილიარდ დოლარამდე დაეცა.

ყველაზე ძვირად ღირებული ალკოჰოლური ბრენდების სამეულში დასახელდა კონიაკი „ჰენესიც“, რომელიც 2,8 მილიარდად შეფასდა.

ხუთეულში ასევე მოხვდნენ „ჯეკ დენიელსი“ და „სმირნოვი“. ამ უკანასკნელს ბრიტანული კომპანია Diageo ფლობს.