თაღლითობის უპრეცედენტო სქემა?! (ექსკლუზივი)

"უამრავი ორგანიზაცია არეკეტებს მეწარმეებს..."

ვინ ჰპირდება მოქალაქეებს მთავრობასთან საქმის 20 ლარად "ჩაწყობას" და რა ხელშეკრულებებზე აწერინებენ ხელს მეწარმეებს

ისტორიას თაღლითობის უამრავი მაგალითი ახსოვს, თუმცა შემთხვევები, რომელთა შესახებაც ჩვენთვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რაღაც ახალია. ბოლო დროს მცირე მეწარმეებსა და წვრილ მოვაჭრეებს, განსაკუთრებით კი რეგიონებში, სხვადასხვა­ ორგანიზაციის წარმომადგენლები მიმართავენ და თავს სამინისტროების პარტნიორებად აცნობენ. ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, ისინი მეწარმეებს მომსახურებას, რჩევასა და "სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობების დალაგებასაც" კი სთავაზობენ. ზოგ შემთხვევაში ამ ორგანიზაციების სახელწოდება ისეთივე მრავალფეროვანია, რამდენადაც მათ მიერ შეთავაზებული მომსახურება, აღარაფერს ვამბობთ თითქოსდა "იურიდიული" ძალის მქონე ხელშეკრულებებზე, რომელთა ტექსტები უამრავ ცდომილებასა და იურიდიულ ლაფსუსს შეიცავს.

ჩვენ რამდენიმე ასეთი ხელშეკრულება ჩაგვივარდა ხელთ. ერთ-ერთში ვკითხულობთ, რომ არასამეწარმეო იურიდიუ­ლი პირი - სურსათის უვნებლობის, შრომის, ჯანმრთელობის, სახანძრო უსაფრთხოების, მეწარმეთა, მომხმარებელთა უფლებებისა და გარემოს დაცვის ასოციაცია "უსაფრთხო­ ქვეყანა" იღებს ვალდებულებას, საკუთარი საშუალებებითა და სახსრებით გაუწიოს მომსახურება კონკრეტულ ინდმეწარმეს: სოფლის მეურნეობის პროდუქტებში განსაზღვროს ორგანული და ფიზიკური მახასიათებლები და გასცეს ცნობა ხარისხის შესახებ, შეამოწმოს ფქვილი და მისი ნაწარმი, სასურსათო მაღაზიებსა და საზოგადოებრივი კვების ობიექტებში გაუწიოს კონსულტაციები და დასკვნა მოამზადოს იმ ღონისძიებებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, შრომის, სახანძრო უსაფრთხოებისა და გარემოს ეკოლოგიურ დაცვასთან.

მომსახურების საფასური განისაზღვრება მხარეთა ურთიერთშეთანხმებით და ამ შემთხვევაში თვეში 10 ლარს შეადგენს.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 1-ლი მაისის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად