გასული კვირის განმავლობაში აშშ-ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,0 მლნ ბარელით გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, გასული კვირის განმავლობაში აშშ-ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,0 მლნ ბარელით, ანუ 0,4%-ით გაიზარდა და შეადგინა 540,6 მლნ ბარელი. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.

ბენზინის მარაგები გაიზარდა 1,6 მლნ ბარელით, ანუ 0,7%-ით და შეადგინა 241,3 მლნ ბარელი.

დისტილატების მარაგები შემცირდა 1,7 მლნ ბარელით ანუ 1,1%-ით და შეადგინა 158,2 მლნ ბარელი.

ნავთობის რეზერვების სტრატეგიული მარაგები გასული კვირის განმავლობაში არ შეცვლილა და შეადგენს 696.0 მლნ ბარელს.