Johnson&Johnson-ს კიბოთი დაავადებული ქალბატონისთვის 55 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა

მისურის შტატის სასამართლომ კომპანია Johnson&Johnson-ს 55 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა იმ ქალბატონის სასარგებლოდ, რომლის განცხადებით, კომპანიის ტალკის გამოყენების შედეგად კიბოთი დაავადდა.

გლორია რისტესანდის განცხადებით, შედეგად მას საშვილოსნო მოკვეთეს.

„გარდიანის“ ინფორმაციით, კომპანიის წინააღმდეგ ანალოგიური ბრალდებით 1 200 სარჩელია შეტანილი. მომჩივართა თქმით, კოსმეტიკური და ჰიგიენური საშუალებების მწარმოებელი კომპანია მომხმარებელს არ აფრთხილებს, რომ Johnson&Johnson-ის ტალკის სისტემატურმა მოხმარებამ შესაძლოა, კიბოთი დაავადება გამოიწვიოს.

კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, სასამართლოს ვერდიქტი 30-წლიან კვლევას ეწინააღმდეგება, რომლის თანახმად, Johnson&Johnson-ის ტალკი უსაფრთხოა. კომპანია მისურის შტატის სასამართლოს განაჩენს უახლოეს ხანებში გაასაჩივრებს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე