ჰიდროელექტროსადგურ „აწჰესის“ დადგმული სიმძლავრე გაიზარდა

ჰიდროელექტროსადგურ „აწჰესის“ N1 ჰიდროაგრეგატის რეკონსტრუქციის გამო მისი დადგმული სიმძლავრე 2.4 მგვტ-ით გაიზარდა.

როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, აღნიშნული ცვლილება სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიაში, სემეკის 3 მაისის საჯარო სხდომაზე შევიდა. ცვლილებების თანახმად, „აწჰესის“ აგრეგატების რაოდენობა და სიმძლავრე 1X8 მგვტ + 1X10,4 მგვტ-ით განისაზღვრა, ხოლო ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება - 105 მლნ.კვტსთ-ით.