ხაჭაპური მსოფლიოს 19 საუკეთესო ყველის კერძს შორის დასახელდა

ხაჭაპური მსოფლიოს 19 საუკეთესო ყველის კერძს შორის დასახელდა, რომელიც პოპულარულმა ამერიკულმა გამოცემა „ბიზნეს ინსაიდერმა“ წარადგინა.

„ხაჭაპური ყველით ამოვსებული პურია, რომელსაც ხშირად კვერცხსაც ურევენ. ეს არის ძალიან პოპულარული საჭმელი საქართველოდან“, - წერს გამოცემა.

საუკეთესო ყველის კერძებს შორის ასევე მოხვდნენ ესპანური ყველის კროკეტები, არგენტინული პროვოლეტა, ბერძნული საგანაკი, პოლონური პიეროგი, შვეიცარული ფონდიუ და სხვა დასახელების ყველის კერძები.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე