"უფრო შრომაა მეტი, ვიდრე მოგება" - საოჯახო მეურნეობა მცხეთის მთებში

"თხის რძეს ძროხის რძეში ვურევთ, რომ ყველს ეგზოტიკური გემო ჰქონდეს და თანაც, იმაზე სასარგებლო იყოს, ვიდრე ძროხის რძის ყველია"

"იმ წლებში, როცა ცხოვრება ჭირდა, პირუტყვი მცხეთაში მხოლოდ მე კი არა, ნახევარ მცხეთას ჰყავდა. ძროხა ხომ მარჩენალია, მაგრამ ახლა აღარ ჰყავთ, მე კი შევინარჩუნე. ახლა 27 სული ძროხა გვყავს"

მცხეთაში გოგი იმერლიშვილსა და დიანა რაზიკაშვილთან სტუმრობისას მივხვდი, რომ თუკი ადამიანს უნდა, წელგამართული იყოს, მიზანსწრაფულობასა და დაუზარლობას კიდევ ერთი რამ უნდა დაუმატოს - საქმის სიყვარული! ამ ადამიანებს, რომელთა მეურნეობის შესახებ მინდა მოგითხროთ, საქმის სიყვარულმა საოცრად ბევრი რამ შეაძლებინა. არანაკლებ საინტერესოა, რომ ამ ამბის მთავარი მოქმედი პირი - დიანა რაზიკაშვილი, ვაჟა ფშაველას შთამომავალია. ამბობს, ჩემი დიდი პაპა და ვაჟას პაპა ძმები იყვნენო! ამ საოცარ ოჯახს საამაყო ბევრი რამ აქვს - მცხეთის მთებში შედგმული მათი ლამაზი სახლი და იქ მოწყობილი მეურნეობა რომ ნახოთ, ამ შთაბეჭდილებას დიდხანს ვერ დაივიწყებთ.

გოგი იმერლიშვილი: - როგორც ჩვენში ამბობენ ხოლმე, ცივ ქვაზე დავსახლდით, არაფერი გაგვაჩნდა, მაგრამ ყველაზე მძიმე წლებში სახლ-კარიც გავმართეთ და ფეხზეც დავდექით. 27 სული ძროხა გვყავს, 11 ციკანი, ღორები, უამრავი წიწილა. ეს ყველაფერი ჩემი მეუღლის შრომისმოყვარეობის დამსახურებაა. ამიტომ, როცა ჩემს ოჯახზე ვლაპარაკობ, ყოველთვის ვიხსენებ, როგორ გავი­ცანი. მე მცხეთის სამშენებლო კომბინატში ვმუშაობდი რიგით თანამშრომლად, ეგ რომ ინჟინრად მოვიდა ქარხანაში.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 1-ლი მაისის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ეთერ ერაძე