მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ალკოჰოლური სასმელები

ალკოჰოლური სასმელების კოლექცია ბევრი კოლექციონერის გატაცებაა.

შესაბამისად, კოლექციონერები ასობით ათას დოლარს არ იშურებენ მათ შესაძენად. გთავაზობთ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ალკოჰოლური სასმელების ჩამონათვალს.

ყველაზე ძვირად ღირებული ვისკი

The macallan Imperiale-ს ”ემი” ”სოტბის” აუქციონზე ჰონგ კონგში 628 205 ამერიკულ დოლარად გაიყიდა, რის გამოც ეს ვისკი მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულია. "ემის" ბოთლი 6 ლიტრს იტევს და მის შექმნაზე 50 საათი დაიხარჯა. ქარხანაში 2 წელი დასჭირდათ 200 000 კასრიდან შვიდი საუკეთესოს ამოსარჩევად, რათა ”ემის” საბოლოო სახე მიეღოთ.

ყველაზე ძვირად ღირებული შამპანური

ელიტურმა ბრენდმა Gout de Diamantis-მა გამოუშვა პროდუქტი, რომელსაც ”ბრილიანტის გემო” ქვია. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ შამპანური რეალურ ბრილიანტს შეიცავს. ბოთლის ზედაპირი ბრილიანტებითაა გაფორმებული. მის დასაგემოვნებლად 1.8 მილიონი ამერიკული დოლარი დაგჭირდებათ.

ყველაზე ძვირად ღირებული ლუდი

ბელგიური ლუდი Vielle Bon Secours 1165 დოლარი ღირს და 12 ლიტრს იტევს. დღეისთვის ეს ყველაზე ძვირიანი ლუდია, რომელიც ”კაულიერსის” ბრენდს შეუქმნია. ამ ლუდის ერთი კათხა 55 დოლარი ღირს და მისი დაგემოვნება მხოლოდ ლონდონურ ბარ ”ბიერდომშია” შესაძლებელი.

ყველაზე ძვირად ღირებული არაყი

La Billionaire Vodka კომპანია ”ლეონ ვერესგან” 3.7 მილიონი ამერიკული დოლარი ღირს. ყოველი ბოთლი ხუთ ლიტრს იტევს და ოქროს ორნამენტებითაა მოპირკეთებული. ასევე მის ზედაპირზე სამი ათასი ბრილიანტია გაწყობილი.

ყველაზე ძვირად ღირებული ღვინო

2009 წელს 12-ლიტრიანი ”შატო მარგოს” ბოთლი ღვინო 203 000 ამერიკულ დოლარად გაიყიდა. მსგავსი ჩამოსხმის სულ 6 ბოთლი შეიქმნა, რომელთაგან ნახევარი აუქციონზე გაიყიდა. ღვინო ”შატო მარგოს” ვენახში, საფრანგეთში, ბორდოს სამხრეთით იყო დამზადებული.

ყველაზე ძვირად ღირებული კონიაკი

1858 წლის ჩამოსხმის კონიაკი ”კიუვი ლეონი” ყველაზე ძვირ კონიაკად ითვლება მსოფლიოში. 2011 წლის სექტემბერს პარიზში აუქციონზე 153 წლის დაძველების კონიაკი 156 740 ამერიკულ დოლარად გაიყიდა და გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა.

ყველაზე ძვირად ღირებული რომი

”კრისტის” აუქციონზე ყველაზე ძვირფასი რომი (უფრო ზუსტად 12-ბოთლიანი კოლექცია) 128 000 ამერიკულ დოლარად გაიყიდა. ითვლება, რომ აუქციონზე გაყიდული რომი ბარბადოსზე შეიქმნა 1780 წელს, რაც მას ყველაზე ძველ ალკოჰოლურ სასმელადაც აქცევს.

იხილეთ ფოტოგალერეა