ხაშურში ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე მოედანი კეთილმოეწყობა

ხაშურში, მაისის თვის ბოლოდან ადმინისტრაციული შენობის ფასადის და მიმდებარე მოედნის კეთილმოწყობა დაიწყება.

როგორც ხაშურის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, დაგეგმილია ყაზბეგის ქუჩის მონაკვეთის კეთილმოწყობაც.

”დაგეგმილია ყაზბეგის ქუჩის მონაკვეთის კეთილმოწყობაც, რაც მნიშვნელოვნად გაალამაზებს ქალაქის იერსახეს, მძღოლებისთვის და ფეხით მოსიარულეთათვის კი გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება. მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა მოწესრიგებულ გარემოში გაერთოს და დაისვენოს”, -აცხადებენ ხაშურის მუნიციპალიტეტში.

სამუშაოები მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება და მათი დასრულება ზაფხულის ბოლომდეა გათვალისწინებული.