საფრანგეთში ”შრომის კოდექსში” შესატანი ცვლილებების განხილვა საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს

საფრანგეთში ”შრომის კოდექსში” შესატანი ცვლილებების განხილვა საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს.

euronews.ge-ს ინფორმაციით, პარლამენტის მიერ ცვლილებების განხილვის პარალელურად პარიზის ქუჩებში სტუდენტები და პროფკავშირების წარმომადგენლები საპროტესტო აქციებს მართავენ.

თავის მხრივ, ტელეკომპანია ”ფრანს 2”-ის ეთერში საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ შრომის კანონის რეფორმის გაუქმება არ მოხდება.

ახალგაზრდები პროფკავშირებთან ერთად საპროტესტო აქციებს უკვე 2 თვეა მართავენ. მათი აზრიით, ”შრომის კოდექსში” შესატანი ცვლილებები დასაქმების სტაბილურობას არ უზრუნველყოფს.

ინფორმაციის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://www.euronews.ge/archives/6256