თაღლითობა სახელმწიფოს სახელით - ვინ და როგორ ცდილობს ინდმეწარმეების მოტყუებას?

ბოლო პერიოდში, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, სხვადასხვა ორგანიზაციები ინდმეწარმეებს იურიდიულ მომსახურებასა და სხვა სერვისებს სთავაზობენ. თაღლითური ორგანიზაციები მცირე მეწარმეებს თავს სამინისტროების პარტნიორებად აცნობენ და სხვადასხვა საკონსულტაციო მომსახურებასთან ერთად, სახელმწიფო უწყებებთან შუამავლობასაც პირდებიან. არასამთავრობოების ნაწილი კი მეწარმეებს სახელმწიფო უწყებებთან დაკავშირებული მომსახურების გაწევასაც სთავაზობს.

ორგანიზაცია "უსაფრთხო ქვეყანასა" და ქუთაისში მცხოვრებ ინდმეწარმეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ ასოციაცია მცირე მეწარმეს ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ იმ მომსახურებას სთავაზობს, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. კიდევ ერთი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ორგანიზაცია თავისუფალი პროფკავშირული მოძრაობა "სამართლიანობა-სოლიდარობა" ერთდროულად ორი უწყების, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროების ოფიციალურ სოციალურ პარტნიორად ასახელებს თავს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე