ფართები საკუთრებაში კიდევ 180 დევნილ ოჯახს გადაეცემა

180 დევნილ ოჯახს თბილისში, მცხეთასა და გორში ფართები საკუთრებაში გადაეცემა. აღნიშნულ საკითხს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.

„ჩვენ ვაგრძელებთ დევნილთა საცხოვრისით დაკმაყოფილებას. დღეს ვიხილავთ 180 დევნილი ოჯახისთვის მუდმივ საკუთრებაში ფართების გადაცემის საკითხს თბილისში, მცხეთასა და გორში. უნდა ითქვას, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი მუშაობაა გაწეული შესაბამისი სამინისტროს მხრიდან ეკონომიკის სამინისტროსთან ერთობლივი მუშაობით და უკვე 11 645 ოჯახი არის დაკმაყოფილებული მუდმივი საცხოვრებელი ფართით, რაც მისასალმებელია. ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან აქტიურად ამ მიმართულებით მუშაობას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე