75 მილიონი, რომელიც თბილისის ცენტრში ყარს - უფუნქციო "რიყის დოქები" ტუალეტად იქცა

ეს კადრები PALITRATV.GE-მ ორი კვირის წინ, ღამის 12 საათის შემდეგ გადაიღო. შენობაში შესასვლელი სამივე კარი ღია და დაუცველი იყო. ბოლო დღეებია, ჩვენ ვცდილობთ იმის დადგენას, რა ფუნქციას მიანიჭებს სახელმწიფო შენობას, რომელიც 75 მილიონი დაჯდა, თუმცა მხოლოდ იმის გარკვევა შევძელით, რომ მერიამ 2015 წლის დეკემბრიდან შენობაზე პატრონაჟი ქონების მართვის სააგენტოს გადასცა, რომელმაც ობიექტზე დაცვა მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გააძლიერა. ხოლო რა ფუნქცია მიენიჭება შენობას, რომელზეც 75 მილიონი უკვე დაიხარჯა, სახელმწიფოს პასუხი ჯერ კიდევ არ აქვს.

ავტორები: მარიამ ლორთქიფანიძე, ლაშა სამადელაშვილი, გიორგი კუსიანი

© PALITRATV.GE