ქართველი სტუდენტის ინოვაციური იდეა აშშ-ის საერთაშორისო კონკურსის ფინალშია

ამერიკის ინოვაციური კონკურსის ფინალისტები გამოვლინდნენ.

ქართველი 18 წლის სტუდენტი ნიკოლოზ გაჩეჩილაძე თავისი ინოვაციური იდეით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო კონკურსის Global Innovation through Science and Technology ფინალში მოხვდა.

გამარჯვებულები ხმათა უმრავლესობით გამოვლინდნენ. კონკურში სულ 104 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ნიკოლოზ გაჩეჩილაძე საერთაშორისო კონკურსის ერთადერთი ქართველი მონაწილეა. მისი ინოვაციური იდეა, სახელწოდების MotionX ტექნოლოგიის განვითარებას ეხება, რომელიც ვიდეო გადაღების ავტომატიზირებას გულისხმობს. იდეა საშუალებას მისცემს სასწავლებელ დაწესებულებებს, თავისი ლექციები/გაკვეთილები მინიმალურ ფასად გადაიტანონ ონლაინ რეჟიმში.

ქართველი სტუდენტის იდეა 15 საუკეთესოს შორის მოხვდა. ფინალისტები ივნისში მეწარმეობის განვითარების სამიტზე გაემგზავრებიან.

ქრისტინე გამთენაძე