გურიაში სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებს ისრაელის ტექნოლოგიებით აღჭურვილი სათბური გადაეცა

ისრაელის საელჩომ საქართველოში და "მაშავის” საერთაშორისო ცენტრმა ჩოხატაურში "შალომ კლუბ-გურიას" ისრაელის ტექნოლოგიებით აღჭურვილი სათბური გადასცა.

უნიკალური სათბური, რომელიც ისრაელის კომპანია "ისრაგრინის" ტექნოლოგიით არის აღჭურვილი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს და მათ ოჯახებს დაეხმარება.

ჩოხატაურში დაგეგმილ ღონისძიებას ისრაელის ელჩი საქართველოში, იუვალ ფუქსი და "შალომ კლუბ-გურიას" პრეზიდენტი ზაურ ოსეფაიშვილი ესწრებოდნენ.

საქართველოში ისრაელის ელჩის იუვალ ფუქსის განცხადებით, ეს არის პირველი ექსპერიმენტი. ელჩის თქმით, ისრაელი ყველანაირად ცდილობს დაეხმაროს სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს.