გია ხუხაშვილი - ქართული პოლიტიკური პარტიები ”შავი ფულით” ფინანსდებიან

ქართული პოლიტიკური პარტიები ”შავი ფულით” ფინანსდებიან, - ამის შესახებ ”PALITRANEWS”-ის გადაცემაში ”360 გრადუსი” სტუმრობისას ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ”გირჩის” სახით შეიქმნა ერთადერთი პრეცედენტი, როდესაც პოლიტიკური პარტია საკუთარი შემოსავლების ლეგალიზებას ცდილობს.

”მაქვს ეჭვი, რომ დაფინანსება ბევრად უფრო მეტი შედის შეიძლება ამ პარტიებში და შესაძლოა სხვა პარტიებშიც. ძირითადად, ქართულ პოლიტიკაში ტრიალებს შავი ფული, ერთადერთი პრეცედენტი, ჩემი აზრით, შეიქმნა ქართულ პოლიტიკაში ”გირჩის” სახით, რომელიც ცდილობს მოახდინოს თავისი შემოსავლების ლეგალიზება, რამდენად წარმატებით, ეს ცალკე საკითხია”,-განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ქართული პოლიტიკური პარტიები თანხმდებიან ერთადერთ საკითხზე, რომ დუმილის რეჟიმში თვალი დახუჭონ დაფინანსების კუთხით არსებულ პრობლემებზე. ”შემომწირველის 90% არის ნომინალური, რეალურად პარტიებს აფინანსებენ კონკრეტული ბიზნესები, გარკვეული ინტერესჯგუფები, რომლებსაც არ უნდათ გამოჩენა ამ პროცესებში და ნომინალური ადამიანები პოულობენ ვიღაცეებს. ნაწილდება ეს ფული, რომ კანონთან იყოს შესაბამისობაში. ყველაზე ცუდი არის ის, რომ ეს თამაშის წესი არის ერთადერთი შეთანხმება, რაც პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებობს. დუმილის რეჟიმში შეთანხმება არის კრიმინალი, პარტიები ვერაფერზე თანხმდებიან, მაგრამ თანხმდებიან იმაზე, რომ ვიმაიმუნოთ, მაგრამ ამაზე ვიყოთ ჩუმად”, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.