მთავრობის სარეზერვო ფონდიდან უკონტროლო ხარჯვა გრძელდება - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"

არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ სარეზერვო ფონდებიდან თანხების ხარჯვა კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება. როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევაშია აღნიშნული, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან უკონტროლო ხარჯვა გრძელდება და 2015 წლის მონაცემებით, ფონდიდან ბიუჯეტით გათვალისწინებულზე 2-ჯერ მეტი დაიხარჯა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" მიაჩნიათ, რომ სარეზერვო ფონდებიდან მხოლოდ ფორს-მაჟორულ სიტუაციებთან დაკავშირებული და გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული ხარჯები უნდა ფინანსდებოდეს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე