თბილისის მერია სახურავის ერთიანი სტანდარტის დადგენას გეგმავს

მშენებლობისას ”მწვანე სახურავებისა” და ტერასების განვითარებას დედაქალაქის მთავრობა წაახალისებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

”ქალაქში აქტიური უნდა გახდეს „მწვანე სახურავების“ თემა. შესაბამისად, მშენებლობის პროცესში მწვანე სახურავებისა და ტერასების განვითარება დედაქალაქის მთავრობისგან წახალისებული იქნება სხვადასხვა ფორმით. დადგინდება სახურავების ერთიანი სტანდარტი, რათა ქალაქის გადმოსახედები იყოს ერთიანი და არ იყოს ამოვარდნილი საერთო კონცეფციიდან“, - განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, დარეგულირდება ქალაქის იერსახის მოწესრიგების სხვა წესებიც.