ნოდარ ხადური იმედოვნებს, რომ 2016 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 3%-ზე მაღალი იქნება

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური იმედოვნებს, რომ 2016 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 3%-ზე მაღალი იქნება. როგორც ნოდარ ხადურმა აღნიშნა, ამ თვალსაზრისით, იანვარი შედარებით სუსტი იყო.

”თებერვალსა და მარტში ეკონომიკური ზრდა მაღალი იყო. მარტში სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 3.4%-იანი მაჩვენებელი გამოაქვეყნა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 3%-ზე მაღალი იქნება ეკონომიკური ზრდა", - განუცხადა ხადურმა ჟურნალისტებს.