შპს „გორდას“ მაუწყებლობის ავტორიზაცია მოდიფიცირდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შპს „გორდამ“ კერძო საერთო ტელემაუწყებლობაზე ავტორიზაციის მოდიფიცირების მოთხოვნით მიმართა.

როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, კომპანიის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ შპს „გორდას“ კერძო სპეციალიზებული (მუსიკალური) ტელემაუწყებლობის განხორციელება სურს.

კომისიის გადაწყვეტილებით, შესაბამისი ცვლილება განხორციელდა კომისიის უწყებრივ რეესტრში და შპს „გორდას“ მაუწყებლობის ავტორიზაცია მოდიფიცირდა.