კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს YOURNET წერილობით გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს YOURNET წერილობით გააფრთხილა. როგორც კომისიაში აცხადებენ, 21 მარტს კომისიაში შპს YOURNET-ის წერილი შევიდა, რომლითაც კომპანია კომისიას სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილებების განხორციელების თაობაზე ატყობინებდა.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის/ პირების შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს წინასწარ.

კომპანიამ კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გაასხვისა წილი და კანონით განსაზღვრულ ვადაში არ აცნობა კომისიას აღნიშნული ტრანზაქციის შესახებ. აღნიშნული დარღვევის გამო კომპანია წერილობით გაფრთხილდა”, - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.