აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარტია ”ენი აზერბაიჯანის” აღმასრულებელი მდივნის მოადგილე, სიავუშ ნოვრუზოვი თურქეთთან უვიზო რეჟიმის დაწესების ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ euroline.ge წერს.
“აუცილებელია გავახანგრძლივოთ თურქეთთან ვიზის მოქმედების ვადა 3 თვიდან ერთ წლამდე ან სრულად გავაუქმოთ სავიზო რეჟიმი”, – განაცხადა ნოვრუზოვმა.
აღმასრულებელი მდივნის მოადგილის ინიციატივის მხარდამჭერი დეპუტატების განცხადებით, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებული სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
ინფორმაციის წყარო: http://www.euroline.ge/?p=6490