თბილისის მერია მოზარდებს სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის გამოკვლევებს უფინანსებს

თბილისის მერიის ინიციატივით, 2016 წელს ამოქმედდა პროგრამა -"ორთოპედიულ დაავადებათა სკრინინგი", რომლის ფარგლებში სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის გამოკვლევა 13 ათას ბავშვს და მოზარდს ჩაუტარდა.

ექიმი რეაბილიტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი მანანა რუხაძე ALLNEWS.GE-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ პროგრამის ფარგლებში ასეულობით ბავშვის მშობელმა დაიწყო შვილის ხერხემლის პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა.

"ზოგადად, ქართველი ერი საყრდენმამოძრავებელი სისტემის პათოლოგიისკენაა მიდრეკილი. ეს პრობლემა სწორედ ბავშვობის ასაკიდან იწყება. ამიტომ მე, როგორც ექიმი მივესალმები მერიის ამ ახალ ინიციატივას და ვიმედოვნებ, რომ პროგრამა კვლავ გაგრძელდება", -აღნიშნავს მანანა რუხაძე.

მისი ინფორმაციით, სქოლიოზის გამოვლენა და შემდგომი რეაბილიტაციის დაფინანსება 4-დან 15 წლამდე ბავშვებში ხდება. ეს მკურნალობა სოციალურად დაუცველებისთვის 100%-ით ხოლო სხვა შემთხვევაში 70%-ით ფინანსდება.

განაგრძეთ კითხვა

ქრისტინე გამთენაძე