Facebook-მა 10 წლის ფინელი ბიჭი 10 000 დოლარით დააჯილდოვა

Facebook-მა 10 წლის ფინელი ბიჭი, სახელად იანი 10 ათასი დოლარით დააჯილდოვა. ამის მიზეზი მცირეწლოვანის მიერ Instagram-ში აღმოჩენილი ტექნიკური ხარვეზი გახდა. კერძოდ, იანიმ აღმოაჩინა, რომ მას ნებისმიერი მომხმარებლის კომენტარების წაშლა შეეძლო.

აღნიშნული ხარვეზის შესახებ იანიმ Facebook-ის ხელმძღვანელობას თებერვალში შეატყობინა. სოციალურ ქსელში მართლაც გადაამოწმეს 10 წლის ბიჭის აღმოჩენა და დაადგინეს, რომ იგი მართალი იყო.

2015 წელს Facebook-მა 526 შეცდომის აღმოჩენისთვის 210 მკვლევარს 936 ათასი აშშ დოლარი გადაუხადა. ამ დრომდე ყველაზე ახალგაზრდა მათ შორის 13 წლის იყო.

ფინელი იანი კი ფულადი ანაზღაურების ყველაზე ახალგაზრდა მიმღები გახდა.

წყარო: Allnews.ge