ევროკავშირში თამბაქოს ყველა ნაწარმი ერთნაირი კოლოფებით გაიყიდება

ევროკავშირის სასამართლომ თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები თამბაქოს ნაწარმის ერთნაირი დიზაინის მქონე კოლოფებით გაყიდვა დაავალდებულა,

რითიც სასამართლომ თამბაქოს კომპანიების შესაბამისი სარჩელი არ დააკმაყოფილა.

სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში 20 მაისიდან შევა, თუმცა ძველი პროდუქციის დარჩენილი ნაწილის გაყიდვას კომპანიები წლის განმავლობაში შეძლებენ.

თამბაქოს ნაწარმის ახალი კოლოფი სპეციალურად შექმნილია იმისთვის, რომ მწეველთათვის თამბაქო ნაკლებად მიმზიდველი გახდეს.

ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ ამ ზომის მეშვეობით შეძლებენ მწეველთა რაოდენობის 2,4 მილიონით შემცირებას და ნაადრევი სიკვდილიანობის 700 000 შემთხვევის პრევენციას.

ევროკავშირის უმაღლესი სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმი სტანდარტიზირებულ კოლოფებში უნდა გაიყიდოს, აქედან კოლოფის 65% უნდა იყოს დაფარული წარწერით, რომ მოწევა ჯანმრთელობისთვის მავნებელია.

ევროპული გამოცემები აღნიშნავენ, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ ფაქტობრივად, წერტილი დაუსვა მრავალწლიან დავას თამბაქოს მაწარმოებელ კომპანიებსა და ევროკავშირის ხელისუფლებებს შორის.

ევროკავშირის ამ ინიციატივის წინააღმდეგ თამბაქოს უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიები Philip Morris International-ი და British American Tobacco გამოდიოდნენ.

ევროპული სასამართლოს განაჩენი შეიცავს კიდევ ერთ პუნქტს, რომლის თანახმად, 2020 წლიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე შესაძლებელი იქნება მენთოლის შემცვლელი თამბაქოს ნაწარმის გაყიდვისა და ელექტრონული სიგარეტის რეკლამირების აკრძალვა.