ევროკავშირიდან სესხებსა და გრანტებს მცირე მეწარმეები ივნისიდან მიიღებენ

სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში EBRD-ის დირექტორის, ბრუნო ბალვანერას განცხადებით მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამის- DCFTA facility-ის შესახებ ხელშეკრულება მომავალ კვირას გაფორმდება.

ინფორმაციას ამის შესახებ euroline.ge ავრცელებს.

ბალვანერას თქმით, მოლაპარაკებების ხანგრძლივი პროცესი ევროკავშირსა და EBRD-ს შორის დასრულებულია.

ორგანიზაციაში დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა, ცნობილი ხდება, რომ DCFTA facility საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვისაა განკუთვნილი და მისი მთლიანი ღირებულება 200 მილიონ ევროს შეადგენს.

მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამის- DCFTA facility-ის ფარგლებში კორპორაციული მართვისა და წარმოების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით (მანქანა-დანადგარების შესაძენად) საჭირო სესხებს მეწარმეები ბანკებიდან გამარტივებული პირობებით მიიღებენ. პროგრამაში საკრედიტო ხაზთან ერთად გრანტების გაცემაც არის გათვალისწინებული.

განაგრძეთ კითხვა