როგორი იქნება განახლებული გუდიაშვილის მოედანი (ვიდეო)

თბილისის განვითარების ფონდის მიერ გუდიაშვილის მოედნის არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებული პროექტები მოედნის მიმდებარედ მიწის ნაკვეთებზე ახალი შენობა-ნაგებობების განთავსებას ითვალისწინებს.

პროექტების თანახმად, აბესაძის ქუჩაზე გალერეა მოეწყობა, აბო თბილელის ქუჩაზე კი სასტუმრო და კაფე-ბარი აშენდება. სამშენებლო სამუშაოები დაახლოებით 7-8 თვეში დაიწყება. გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია პროექტ "ახალი ტფილისის" ფარგლებში მიმდინარეობს.