სასმელი, რომელიც ოქროზე ძვირია

ჩინეთს ჩაის კულტურის 1500-წლიანი ისტორია აქვს, ამ ქვეყანაში უამრავი სახეობის ჩაი მოჰყავთ. მათ შორის კი ყველაზე ძვირადღირებულია "და პონგ პაოს" ჩაი, რომლის სახელიც ჩინურად დიდ წითელ ხალათს ნიშნავს.

2002 წელს, ერთმა ადამიანმა 20 გრამ "და პონგ პაოს" ჩაიში დაახლოებით 28 000 დოლარი გადაიხადა. ამ სახეობის ჩაი 30-ჯერ ძვირია, ვიდრე ოქრო. 1 გრამი დღეს დაახლოებით 1400 დოლარი ღირს. ერთი ჩაიდანი "და პონგ პაოს" ჩაი კი 10 000 დოლარი დაგიჯდებათ. ამგვარად, იგი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ჩაია მსოფლიოში. რატომ არის ეს ჩაი განსაკუთრებული?

"ორიგინალი "და პონგ პაოს" ჩაი ძალიან ძვირი ღირს, ვინაიდან იგი თითქმის აღარ მოიპოვება. ამ ჩაის ანტიკური სახეობა კი შეიძლება ითქვას შეუფასებელია", - ამბობს ჩინური ჩაის სპეციალისტი.

"და პონგ პაოს" ჩაი ქვეყნის ჩრდილოეთ-დასავლეთის პროვინცია ფუცზიანის მთებში მოჰყავთ. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ჩაის სახელწოდება და პოპულარობა 1385 წელს მომხდარ შემთხვევას უკავშირდება. კერძოდ, სტუდენტი დინ სიანი საიმპერატორო გამოცდის ჩასაბარებლად მიდიოდა, თავი შეუძლოდ იგრძნო. მონასტრის ერთ-ერთმა მონაზონმა კი იგი ზუსტად ამ ჩაით განკურნა.

განაგრძეთ კითხვა