„მსოფლიო რბენასთან“ დაკავშირებით ავტოსატრანსპორტო გადაადგილება შეიზღუდება

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით,

საერთაშორისო მარათონთან - „მსოფლიო რბენა“ დაკავშირებით ავტოსატრანსპორტო გადაადგილება შეიზღუდება.

შსს-ს ცნობით, 2016 წლის, 8 მაისს, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, კახეთში, თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 69-ე კმ-დან 118-ე კმ-მდე ყველა სახის საავტომობილო ტრანსპორტისთვის მოძრაობა შეიზღუდება.

შსს-ს საპატრულო პოლიციამ მარათონის მონაწილეთა და სტუმრების

ავტომანქანების პარკირებისთვის სტარტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური

ადგილი გამოყო.