BMW-მ პეკინში მომავალის მანქანა წარადგინა (+ვიდეო)

გერმანულმა ავტომწარმოებელმა კომპანია BMW-მ პეკინში კონცეპტუალური მოდელი Vision Next 100 წარადგინა, რომელიც კომპანიის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით შეიქმნა.

ავტომობილი აღჭურვილია ე.წ. სელფდრაივ ფუნქციით და მისი „ცოცხალი გეომეტრიის“ კონსტრუქციით წარმოადგენს კომპანიის ხედვას, თუ როგორი უნდა იყოს BMW მომდევნო 100 წლის განმავლობაში.

მომავლის BMW ავტომატურად იმართება, რომელიც დამოუკიდებლად მიდის იმ მიმართულებით, საითაც „მძღოლი“ მოძრაობს. თუმცა, მძღოლს ღილაკზე ხელის დაჭერით შეუძლია თავადაც მართოს მანქანა.