ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლის მიზნით, პარიზში ელისეს მინდვრები გადაიკეტება

პარიზის ელისეის მინდვრებზე დღეს საავტომობილო მიმოსვლა აიკრძალა. ერთდღიანი აქციის მიზანი ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლაა.

„ბიბისის" ცნობით, რომ მსგავსი აქცია პარიზში ყოველი თვის პირველ კვირა დღეს გაიმართება. პარიზის მერის ან იდალგოს მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანა სწორედ ეკოლოგიურ პრობლემებთან ბრძოლაა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ყოველწლიურად დაბინძურებული ჰაერის შედეგად საფრანგეთში ნაადრევი სიკვდილის 42 ათასი შემთხვევა ფიქსირდება.