სამსახურის მაძიებლისთვის მომავალ პოტენციურ დამსაქმებელთან ინტერვიუ საკმაოდ რთული და საპახუსიმგებლოა.
წამყვანი კომპანიების HR მენეჯერები იმ ძირითად ფრაზებს გთავაზობენ, რომელთა გამოყენებისგანაც სამუშაოს მაძიებლებმა ინტერვიუს დროს თავი უნდა შეიკავონ.
„ძალიან ვნერვიულობ“ - რაც უნდა ნერვიულობდეთ, არასდროს გაამჟღავნოთ ეს.
„ხელფასი რამდენია?“ - უმჯობესია, ეს შეკითხვა გასაუბრების საწყის ეტაპზე არ დასვათ.
„ეს ჩემი სისუსტეა“ - თუ არ გკითხავენ, თქვენს სუსტ მხარეებზე არ ილაპარაოკთ.
„ძალიან მჭირდება ეს სამსახური“ - ნუ აჩვენებთ მათ, რომ სასოწარკვეთილი ხართ.
„ჩემი უფროსი საშინელი ადამიანია“ - არ გააკრიტიკოთ თქვენი უფროსი.
„მე მინდა“ - ნუ ილაპარაკებთ მხოლოდ იმაზე, თუ რა გსურთ და რა გჭირდებათ.
„მალე დასრულდება გასაუბრება?“ - ნუ დატოვებთ შთაბეჭდილებას, რომ სადღაც ჩქარობთ.
„მეუღლეს ვცდილდები“, „ფეხმძიმედ ვარ“, „მარტოხელა მშობელი ვარ“ - არ ილაპარაკოთ პირად პრობლემებზე.
„სჯობს არ ვთქვა“ - როგორი შეკითხვაც უნდა დაგისვან, ეცადეთ, ყველა მათგანს გასცეთ პასუხი.
„შეკითხვები არ მაქვს“ - როცა კითხვების დასმის საშუალება მოგეცემათ, აუცილებლად დასვით ისინი.
დაბოლოს, არ გამოიყენოთ საუბრისას სლენგი, ეს თქვენს დაბალ ინტელექტსა და მწირ ლექსიკაზე მეტყველებს.