ჯეფ ბეზოსმა „ამაზონში“ 1%-იანი წილი 671 მილიონ დოლარად გაყიდა

„ამაზონის“ დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა კომპანიაში საკუთარი წილის 1% 671 მილიონ დოლარად გაყიდა.

„ფორბსის“ ინფორმაციით, ბეზოსი „ამაზონში“ ახლა 17%-იანი წილის მფლობელია, რაც 81,91 მილიონი დოლარის ტოლია.

აქციების გაყიდვის გარდა, ბეზოსმა 3,14 ათასი აქცია გადასცა არაკომერციულ ორგანიზაციასაც, რომლის ვინოაბაც უცნობია. აქციების საერთო ღირებულება 2 მილიონი დოლარია.

„ფორბსის“ ბოლო რეიტინგის თანახმად, ჯეფ ბეზოსი მსოფლიოს რიგით მეოთხე ყველაზე მდიდარი ადამიანია - მისი ქონება 45,2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე