აშშ-ში Powerball-ის გამარჯვებულმა ჯეკპოტი - 429 მილიონი დოლარი მოიგო

აშშ-ში ლატარეა Powerball-ში ჯეკპოტი გათამაშდა, რომლის თანხამ 429 მილიონი დოლარი შეადგინა.

„როიტერის“ ინფორმაციით, ცნობილია, რომ მომგებიანი ბილეთი ნიუ ჯერსიში გაიყიდა. გამარჯვებულის ვინაობა ჯერჯერობით, უცნობია. თუ იღბლიანი ბილეთის მფლობელი არ გამომჟღავნდა, ჯეკპოტის თანხა 525 მილიონ დოლარამდე გაიზრდება.

მსოფლიოში არსებული ლატარეების ისტორიაში ეს რიგით მეცხრე გათამაშებული ყველაზე დიდი ოდენობის თანხაა.