დისტრიბუტორებმა მილიონები "შეჭამეს", შემოსავლების სამსახური კი დაზარალებულ კომპანიებს "ჩაუჯდა"?!

"კანონიერი" უსამართლობა ბიზნესისთვის

"ბიზნესი ვერც დაკარგულ ფულს იბრუნებს, დამატებით ზეწოლას განიცდის და უკვე დაზარალებულს, სახელმწიფო დახმარების ნაცვლად, აქეთ წიხლს აჭერს"

მართალია, დღეს ბიზნესი პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალია, მაგრამ პრობლემები კვლავ რჩება, ძირითადად კი, საშუალო და დაბალ სახელისუფლებო რგოლებთან ურთიერთობისას. მაშინ, როცა მაღალი რანგის აღმასრულებელი ხელისუფალი აცხადებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი უნდა გაკეთდეს ბიზნესის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის, მისი ხელქვეითები მეტი სიფრთხილით, განგებ ან, შესაძლოა, უგუნურებით, კერძო სექტორს უამრავ ბიუროკრატიულ ბარიერს უქმნიან, რაც დღეს ბიზნესს აზარალებს, ხვალ - ბიუჯეტს, ზეგ კი ეკონომიკურ განვითარებას შეაფერხებს. არადა, რაც უნდა კარგი ინიციატივები ჰქონდეს მთავრობას, მათი აღსრულება ვერ მოხდება, თუ რიგითი საჯარო მოხელეები ქვეყნისთვის მავნებლურ პოლიტიკას გაატარებენ. მოკლედ, როგორც ჩანს, ინფორმაცია ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემის შესახებ შესაბამის ადრესატებამდე არ ან ვერ აღწევს, ჩვენ კი არ გვსურს, ამ ყველაფერს ფართოდ დახუჭული თვალებით ვუყუროთ.

სამწუხაროდ, ფინანსური თაღლითობის­ შემთხვევები სხვადასხვა ბიზნესში არცთუ იშვიათად ხდება, განსაკუთრებით კი, ხშირია მსგავსი შემთხვევები სადისტრიბუციო­ კომპანიებში. დაქირავებული თანამშრო­მლები, რომლებსაც წვდომა აქვთ კომპანიის ფინანსებსა და პროდუქციასთან, ხშირად თაღლითობენ და კომპანიების ქონე­ბას ითვისებენ. თაღლითები რამდენიმე სქემით მოქმედებენ, მათ შორის ყველაზე პრიმიტიული პროდუქციის დატაცება და, ძირითადად, ბაზრებსა და ბაზრობებზე იაფად გასაღებაა, შედარებით რთული კი სალარო-აპარატის "დარჩენა" და დაპირება­, რომ სავაჭრო ობიექტიდან მიღებული თანხის დასტურად ჩეკს "ხვალ მიიტანს".

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 9 მაისის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ემა ტუხიაშვილი