ნავთობზე ფასი გაიზარდა

კანადაში მომხდარი ხანძრისა და საუდის არაბეთის მიერ ნავთობის მინისტრის გათავისუფლების ფონზე, მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასი გაიზარდა.

ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟაზე WTI-ის ნედლი ნავთობი 0,88 დოლარით გაძვირდა და ბარელზე 45,54 დოლარს მიაღწია, ლონდონის ბირჟაზე კი 0,72 დოლარით გაიზარდა „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასი, რომელმაც ბარელზე 46,09 დოლარი შეადგინა.

ექსპერტთა განცხადებით, კანადაში გაჩენილმა ტყის ხანძარმა ალბერტას პროვინციიდან ნავთობის მიწოდება 1 მილიონი ბარელით შეამცირა.

კანადური კომპანია Fat Prophets Fat-ის ანალიტიკოსის დევიდ ლენოკსის განცხადებით, ნავთობის ბაზრაზე მოქმედებს საუდის არაბეთში შექმნილი ვითარებაც.